22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

0

22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ბოლნისში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ხრამი-დებედას მდინარის აუზის მართვის გეგმის საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტებს შორის შედგა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა ასევე იმსჯელეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების შესახებ. ასევე ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის ექსპერტმა პრაქტიკული ინტერაქტიული სემინარი ჩაუტარა, მდინარეში ჩაყრილი ნარჩენებისა და ეკოსისტემებზე მათი გავლენის შესახებ. წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსებისა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ შეიძლება წყლის დაზოგვა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+) უერთდება წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში, სადაც სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან და მდგრადი განვითარების პრინციპებთან.
სოფიკო ახობაძე, კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:
-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ვამზადებთ ხრამი- დებედას აუზის მართვის გეგმას, რომლის შემუშავება არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ნაკისრი ვალდებულების ნაწილი. ვაფასებთ ხრამი-დებედას აუზის რისკის კერებს, ვგეგმავთ ღონისძიებათა პროგრამას და განვსაზღვრავთ ცალკეულ, ეგრეთწოდებულ წყლის ობიექტებისთვის, გარემოს დაცვით ამოცანას, რომელსაც 5, 10 ან 20 წლის განმავლობაში მივაღწევთ მთავრობის მხარდაჭერით ფინანსური რესურსების გამოყოფით.


Share.

Leave A Reply