,, აჩუქე წიგნი“- აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0

წიგნისა და საავტორო  უფლებების საერთაშორისო დღეს,  ახალ ინიციატივას ,,აჩუქე წიგნი“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიც შეუერთდა და იოანე ბოლნელის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.  აღნიშნული აქცია  სულ რამდენიმე წელია არსებობს და უკვე მთელი საქართველო მოიცვა.   წიგნის ჩუქების დღე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ,  გიორგი კეკელიძის   და  ,,ანაგრამას“ ინიციატივით დაწესდა. რომლის  მიზანი,  ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.


Share.

Leave A Reply