“აჩუქე წიგნი”- აქციას გოგი მეშველიანი შეუერთდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი,  წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეუერთდა აქციას „აჩუქე წიგნი!“

გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას   აქციის ფარგლებში – „აჩუქე წიგნი ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას!“ უკვე მეორედ გადასცა წიგნები საჩუქრად.

„უკვე მეორედ სიამოვნებით შევუერთდით  ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის აქციას „აჩუქე წიგნი ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას!“

ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ისეთ წამოწყებას თუ პროექტს რაც ცოდნის მიღებას ემსახურება. წიგნი კი,  ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის მთავარი იარაღია.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, 2003 წლიდან საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.

მივესალმები, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას – 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს.“- გოგი მეშველიანი


Share.

Leave A Reply