ბოლნისელი მოჭადრაკეები საკვალიფიკაციო ტურნირზე

0

2019 წლის 20-21 აპრილს ქალაქ თბილისში გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი IV და V თანრიგზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის საჭადრაკო სკოლა ,, ნონას“ მოსწავლეებმა. V თანრიგზე ჩატარებულ საკვალიფიკაციო ტურნირში 78 მონაწილიდან I ადგილი ბოლნისის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ნიკა პაპუნაშვილმა, ხოლო III ადგილი ამავე სკოლის მოსწავლემ აჩიკო სხირტლაძემ დაიკავა. IV თანრიგზე გამართულ ტურნირში 33 მონაწილეს შორის I ადგილზე გავიდა ბოლნისის საჭადრაკო სკოლა ,,ნონას“ მოსწავლე ლუკა კაცაძე.


Share.

Leave A Reply