ბოლნისელი სპორტსმენების მორიგი წარმატება

0

2019 წლის 19-20 აპრილს ქალაქ ქუთაისში ჩატარდა საერთაშორისო პრემიერ ლიგის ჩემპიონატი შიტოკაი კარატე-დო-ში, რომელშიც მონაწილეობდა  კარატეს მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანებული საქართველოს, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 300 სპორტსმენი.

„ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან არსებულმა კარატეს სპორტულ კლუბ „სიონის“ ნორჩმა სპორტსმენებმა. 35 კგ. წონით კატეგორიაში მეექვსე კაუს მფლობელმა ვენერა ახობაძემ მოიპოვა II ადგილი, ხოლო 27 კგ. წონით კატეგორიაში მეექვსე კაუს მფლობელმა თორნიკე ლეკიშვილმა დაიკავა III ადგილი. ორივე სპორტსმენი დაჯილდოვდა დიპლომებით და შესაბამისი  მედლებით“. აღნიშნა კარატეს მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ჩხეტიანმა.


Share.

Leave A Reply