ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წითელას ვაქცინაციისა და C ჰეპატიტის სკრინინგის კუთხით სამედიცინო აქცია მოეწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  წითელას ვაქცინაციისა და C ჰეპატიტის სკრინინგის  კუთხით სამედიცინო აქცია მოეწყო,   აქციაში  მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ჩაერთო და მოსახლეობას  მოუწოდა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა. მსგავსი სახის აქციები, ბოლნისის ა(ა)იპ დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ორგანიზებით  მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში განხორციელდება, ასევე  მოთხოვნის შესაბამისად აცრები ჩატარდება კერძო და საჯარო დაწესებულებებშიც.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად, გადადის ჰაერწვეთოვანი გზით ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. აღნიშნული ვირუსული დაავადება ამჟამად ძირითადად გავრცელებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.  მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 335 შემთხვევა დაფიქსირდა წითელაზე, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს.


Share.

Leave A Reply