ბოლნისი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

0

დღეს სტარტი აიღო ორდღიანმა ტურნირმა ჭიდაობა სამბოში, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში და 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნება.
საერთაშორისო ტურნირი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მასში მონაწილეობას საქართველოსა და აზერბაიჯანის 130-მდე სპორტსმენი იღებს. 
პირველობისთვის 2004-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები იბრძვიან. 
ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დაესწრო.

,,დღეს 9 აპრილია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციად იქცა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება სამბოში, რომელიც უკვე 23-ედ იმართება. სიმბოლურია ისიც, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის სპორტსმენებიც, სადაც 9 აპრილიდან დაახლოებით 1 წელში, ფაქტობრივად ანალოგიური მოვლენები განხორციელდა და რუსეთის აგრესიას რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო გარდაცვლილთა ხსოვნის წინაშე. ვფიქრობ დღეს გამოხატული ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნება ეს სპორტული თუ კულტურული, მიმართულია სწორედ მათი სახელების უკვდავსაყოფად”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply