ბოლნისში დედაენის დღე აღინიშნა

0

  უკვე რამდენიმე ათეული წელია, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ქართველებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს დღეს ბილნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში,  ბოლნისის კულტურის სახლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა,  იზოლდა ნიავაძის ხელმძღვანელობით,  არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით ,, და ენაი ესე, შემკული  და კურთხეული სახელითა უფლისათა“  შესბამისი დეკორაციით წარმოგვიდგინა.  დედაენის წიგნიდან გადმოსული ,,საზღაპრეთის“  პატარა მსახიობები,   პოეტების, მწერლებისა თუ პუბლიცისტების მიერ ქართულ ანბანსა და ენაზე შექმნილ ნაშრომებს გვიცოცხლებდნენ.  ღონისძიებას არაერთი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის  იყვნენ: ლიტერატორი ზაზა აბზიანიძე, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, რომელმაც ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილეს მარიამ კორტავას საკუთარი ლექსების კრებული ,,ანბანთქება“ უსახსოვრა, ხოლო  დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა.


Share.

Leave A Reply