ბოლნისში ფესტივალი „ექო-თოფუზი“ ჩატარდა

0

ბოლნისმა „ანიმაციური ფილმების XI საერთაშორისო ფესტივალს“ წელს პირველად უმასპინძლა. ორდღიანი ფესტივალი „ექო-თოფუზი“ კულტურის სახლში შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით დასრულდა. საზეიმოდ დაჯილდოვდნენ ვორქშოპის მონაწილე მოსწავლეები, რომლებმაც მასტერკლასი გაიარეს ფილმწარმოებასა და ანიმაციის ტექნოლოგიებზე. მათ ცნობილი ანიმატორების დახმარებით მოამზადეს ერთწუთიანი ანიმაცია წყალქვეშა სამყაროზე.
ფესტივალი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება, ბავშვების მიერ მომზადებული ანიმაციების ჩვენება ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე მოხდება, სადაც საუკეთესო ფილმი გამოვლინდება.
ბოლნისელი ბავშვების ფესტივალზე გამგზავრებას მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. „ექო-თოფუზი“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მეთერთმეტედ ტარდება.


Share.

Leave A Reply