ბოლნისში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

0

,, მადლობა თავისუფლებისთვის’’  -ასე ერქვა ღონისძიებათა ციკლს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა,  ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად,  გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა 30 წლის წინ  თბილისში  განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგო გმირულად   დაღუპულთა ხსოვნას. 9 აპრილის მემორიალთან  გარდაცვლილთა  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა,  შესრულდა  პატრიოტულ მოტივზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია და მუსიკალური ნომრები, მოეწყო ნახატების გამოფენა, ასევე  გაიმართა სპორტული აქტივობები , საჭადრაკო სკოლა ,,ნონამ’’ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა, ძიუდოს დარბაზში კი მოეწყო გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სამბოში.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ეს თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა.


Share.

Leave A Reply