კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ანსამბლ „მადნეულის“ სოლო კონცერტი გაიმართა

0


ბავშვთა სახალხო ანსამბლმა „მადნეულმა’’ დაბა კაზრეთის კულტურის სახლში საჩვენებელი კონცერტი მოაწყო. ქართული სულისკვეთებით გაჯერებულმა ნომრებმა მაყურებელი საქართველოს ყველა კუთხეში ამოგზაურა, 40 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი, სოლო კონცერტზე 12 ცეკვით წარსდგა საზოგადოების წინაშე და მაყურებლის მხურვალე ტაში დაიმსახურა.
დაუღალავმა მზადებამ შედეგი აჩვენა. საღამოს კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორის ჯგიფი ალამაზებდა. კონცერტი კომპანია ,,არემჯის ‘’ მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ხუთი წელია აფინასნებს ანსამბლს და მისი ცეკვების შემსწავლელ სტუდიას.


Share.

Leave A Reply