მეწარმეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის მეწარმეებთან შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო. საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ დანერგილ სიახლეებს ეხებოდა, მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი პროგრამის დეტალები გააცნო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გრანტის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული, შეხვედრას „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი,  ქვემო ქართლის გუბერნატორი,  მუნიციპალიტეტის მერები და დაინტერესებული პირები   ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. მეწარმეებისგან კი უშალოდ მოისმინეს ის სირთულეები და პრობლემები, რომლის წინაშეც დგანან.დღევანდელ შეხვედრას 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმით მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. სახელმწიფოს მიერ დანერგილი სიახლეების გაცნობა სხვა რეგიონის მეწარმეებზეც ეტაპობრივად მოხდება.


Share.

Leave A Reply