ნაადრევი ქორწინების პრევენციის კუთხით ბოლნისში ახალი პროექტი ხორციელდება

0

ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“ ახორციელებს პროექტს „იძულებითი ქორწინების პრევენციის ხელშეწყობა ინფორმირებულობის დონის გაზრდის მეშვეობით“, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 5 სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ტარდება ლექცია-სემინარი ადრეული ქორწინების შესახებ, სკოლის სერთიფიცირებული სამოქალაქო განათლების და ბიოლოგიის პედაგოგები მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე,შედეგებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კანონმდებლობაზე, პრევენციასა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. შეხვედრებს ესწრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ფატი ტვილდიანი, ქალთა ოთახის მენეჯერი თინათინ ფრუიძე და სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული   წარმომადგენელი  ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი. სამთვიანი პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply