სამხედრო-სავალდებულო გაწვევა დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, თებერვლის თვიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა დაიწყო, რომელიც ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.   სავალდებულო სამსახურში გაწვეული იქნება ყველა ის პირი, ვისაც შეუსრულდა 18 წელი.  ასევე 27 წლამდე ახალგაზრდები ვისაც არ გაუვლია სავალდებულო სამსახური. „2019 წლის თებერვლიდან დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის 50 წვევამდელი გვყავს  რეგისტრირებული, მათგან 28 ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროს დანაყოფში. 22 მათგანის გადავადება მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. თითოეული წვევამდელი გადის სამედიცინო კომისიას და მხოლოდ ამის შემდგომ, დასკვნის საფუძველზე ხდება სავალდებულო სამსახურის გადავადება“. აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მევლუდ ბარლიანმა.


Share.

Leave A Reply