სასულიერო სკოლის მორიგი საქველმოქმედო გამოფენა -გაყიდვა

0

“გაღებული სიკეთე უფალთან მიდის” ამ დევიზით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ ტრადიციული აქცია გამართა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ამჯერად მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ ,,ჩვენი სკოლის ორგანიზებით გაიმართა ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე მუშაობდნენ სკოლის ხელოვნების პედაგოგი ნათია კობალაძე ,დამრიგებლები,მოსწავლეები და ჩვენი უსაყვარლესი მშობლები.ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და გამოფენიდან შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას. “გაღებული სიკეთე უფალთან მიდის”- სკოლის სახელით აღდგომას მივულოცავთ სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს და სააღდგომო ნობათს მივუტანთ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს და ყველა იმ ადამიანს ვინც დაინტერესდა, მოვიდა და თუნდაც ერთი ნივთი შეიძინა.მადლობა უფალს და თითოეულ თქვენგანს. ზღვა მადლობა ჩემი სკოლის პედაგოგებს,მოსწავლეებს და მშობლებს.’’აღნიშნა სკოლის დირექტორის მოადგილემ ნინო დევნოზაშვილმა


Share.

Leave A Reply