სიყვარულის დღე ბოლნისში

0

„ყოველი დღე სიყვარულისაა“ – ასე ერქვა საღამოს, რომელიც კულტურის სახლისა და მსახიობ ნატალი ყიფშიძის ორგანიზებით ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში გაიმართა. მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა ახალგაზრდული ბენდი ლევან რუსიას ხელმძღვანელობით.

მესამე თვეა რაც ბოლნისის კულტურის სახლში ახალგაზრდულმა ბენდმა  დაიწყო ფუნქციონირება. ბენდი უახლესი ინსტრუმენტებით აღჭურვა მუნიციპალიტეტის მერიამ და მოყვარულ მუსიკოსებს  თანადგომა აღუთქვა. სამი თვის მანძილზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა  რამდენიმე ნომერი მოამზადეს და 15 აპრილს ბოლნისელებს პირველი კონცერტი წარუდგინეს.  ღონისძიებამ გვიანობამდე გასტანა და ფოიერვერკით დასრულდა. ახალგაზრდებისთვის  კი მოწვეული დიჯეი უკრავდა.


Share.

Leave A Reply