,,ცოცხალი წიგნები’’ ბოლნისში

0

საგანმანათლებლო-ლიტერატურულ  პროექტს  ,,ცოცხალ წიგნებს’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. თანამედროვე შემოქმედები:  სოსო მეშველიანი, ალეკო შუღლაძე, რობერტ მესხი,  დათა ბადალაშვილი,  ნათია როსტიაშვილი,  ნიკა ჩერქეზიშვილი და მარიამ წიკლაური იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიას  ესტუმრნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ლიტერატურის მოყვარულებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

,,ცოცხალი წიგნები’’  ,,პოეზიის  მეგობართა  კლუბის“ პროექტია, რომელიც  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მეხუთე წელია  ხორციელდება. პროექტი გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს მათთვის საინტერესო  თემაზე.მწერლები აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც პროექტის დასრულების შემდეგ ,,მწერლის დღიურები“ წიგნად  გამოიცემა. „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში  ბოლნისში  დაგეგმილი შეხვედრა  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.


Share.

Leave A Reply