დედამიწის დღე კაზრეთში

0


დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული დაბა კაზრეთში პირველად ჩატარდა, რომლის  ფარგლებში  „არემჯის“ ორგანიზებით  მასშტაბური აქცია გაიმართა. კომპანიის ინიციატივით, ცენტრალურ პარკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები,  პარკის ერთ-ერთ შენობაზე კი 3D ფორმატში მოიხატა კედელი.

 შეიღება და შეკეთდა  შადრევანი და მოსასვენებელი სკამები, დაირგო 50-ზე მეტი ტუიას და ემანოისის ნერგი.    აქციის ფარგლებში  პარკში  საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს    კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული სამხატვრო სტუდიის ბავშვებმა. ღონისძიებას  მუსიკალურად დიჯეი აფორმებდა .

მწვანე კამპანიას შეუერთდნენ   ადგილობრივი მოსახლეობა, კომპანიის თანამშრომლები, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები   და სკოლის მოსწავლეები.  დედამიწის საერთაშორისო დღე  მსოფლიოში 42-ედ აღინიშნა. 


Share.

Leave A Reply