,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“

0

,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ ამ სახელწოდებით საქალაქო ბიბლიოთეკამ, კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება გამართა. საღამო აფხაზეთზე სიმღერით, ,,ფრთა მოტეხილი მაფშალიით“ დაიწყო, რასაც ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და მოსწავლეების მიერ შესრულებული ლექსები და ლიტერატურული კომპოზიცია მოჰყვა. ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებაც ესწრებოდა, რომლებმაც ცრემლითა და დიდი ტკივილით გაიხსენეს საქართველოს უმშვენიერესი კუთხე და აღნიშნეს, რომ ენგურს იქით აუცილებლად დაბრუნდებიან. ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის თემაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ლევან ქუქჩიშვილმა და ნათელა თარხნიშვილმა. საბიბლიოთეკო კვირეული 30 აპრილს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. 
სოსო კოპალეიშვილი, კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი:
-საქალაქო ბიბლიოთეკამ შესანიშნავი საღამო გამართა, ყველასათვის მოუშუშებელ ტკივილზე -აფხაზეთზე. მონაწილეებმა არაჩვეულებრივად წაიკითხეს ლექსები. მოხარული ვარ, რომ საბიბლიოთეკო ასოციაცია გეგმავს ასეთ ღონისძიებებს, სადაც აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები.
ნინო გაბიძაშვილი, დევნილი აფხაზეთიდან:
-ეს ის ტკივილია, რომელსაც ქართველი ვერასდოს ვერ შეეგუება ,, საქართველო აფხაზეთის გარეშე სიზმარშიც ვერ წარმომიდგენია.“ ნამდვილად არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქ დაბრუნებაზე არ ოცნებობდეს, მეც ამ იმედით ვცოცხლობ და მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით.
ნათელა ზურაბაშვილი, საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერი:
-კვირეულის ფარგლებში მოვამზადეთ ღონისძიება აფხაზეთის თემაზე, რომელშიც ჩვენი მკითხველები და ბიბლიოთეკარები ღებულობდნენ მონაწილეობას. მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ქუქჩიშვილს საღამოს მუსიკალურად გაფორმებისთვის.


Share.

Leave A Reply