ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა იწყება

0

რეგიონებში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის ახალი პროექტი ,,ახალგაზრდა მეწარმე“ იწყება,  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  როგორც ინდივიდუალურ  მეწარმეებს ( რომელთა ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 18-35,  ხოლო ქალების 18-40 წლამდეა),  ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს,  რომელთა  დამფუძნებლები/  მეპაიეები  და  გამგეობის თავმჯდომარეები, დირექტორ(ებ)ი  არიან   (ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 18-35 , ქალები -18-40 წელი) , პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  როგორც სასოფლო- სამეურნეო, ასევე არასასოფლო- სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა. სახელმწიფოს  თანადაფინანსება  შეადგენს  ბიზნეს -გეგმაში აღწერილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების  40%-ს  (არაუმეტეს 60,000 ლარი).  პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10,000  ლარს. პროექტი  ინიცირებულია საქართველოს  გარემოს დაცვის და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და  2018 წლიდან ახორციელებს  ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო,’’  დონორი ორგანიზაციის, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

(DANIDA)  დაფინანსებით.


Share.

Leave A Reply