ბოლნისის მუნიციპალიტეტი არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

0

ქალაქ ბოლნისში, ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ,,გაიზომე წნევა და აკონტროლე“ მსოფლიოს გლობალური კამპანიის ფარგლებში, აქცია ჩატარდა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო გაესინჯა და მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის შემთხვევაში მიეღო მეტი ინფორმაცია. აღნიშნულ აქციას საქართველო უკვე მესამედ უერთდება. 2017-18 წლებში 20 000-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში საქართველოში 500-მდე მოხალისე ექიმია ჩართული.
დალი ტრაპაიძე, ,,მაისის გაზომვების თვე’’ მსოფლიო კამპანიის საქართველოს წარმომადგენელი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი:
-,,ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანიის მიზანია, მაღალი წნევის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის განათლება, წნევის ციფრების შეფასება, რადგან რომ მარტო გაზომვა საკითხს არ ჭრის, იმიტომ რომ მესამედი პოპულაციისა მაღალ წნევას დროებით სოციალურ მოვლენად მიიჩნევს, ამიტომ არ უყურებს გარკვეული სერიოზულობით. მომატებული არტერიული წნევა გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორი გახლავთ, მისი პირველი გართულებაა თავის ტვინის ინსულტი, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, მნიშვნელოვანია, რომ მას ჩუმ მკვლელსაც უწოდებენ, ამიტომ ამ ტიპის აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს რათა, დროულად გამოვავლინოთ და გარკვეული მიმართულება მივცეთ პაციენტებს. პრობლემა მნიშვნელოვანია, 40%-მდეა მოზრდილ მოსახლეობაში გავრცელება ჰიპერტენზიისა, ეს არის ქვეყნის მასშტაბით, მსოფლიოში მილიონ 200000 გამოკვლეული ადამიანიდან 37%-ია, ჩვენთან 60%. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 11000 ადამიანი იყო გამოკვლეული 2018 წელს და ევროპაში ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ვართ.
მაკა მამარდაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი:
-მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა, მიუხედავად ასაკისა უნდა იცოდეს მისი წნევის შესახებ და აკონტროლოს ის, რათა სწორედ მაღალი არტერიული წნევა- ჰიპერტენზია ერთ-ერთი პირველი სიმპტომია გულ-სისხლძარღვთა და ასევე სხვა ორგანოთა პათოლოგიების დროს. მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა მთელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა.
ნათელა ბანცაძე, პაციენტი:
-შემთხვევით გამოვიარე და ჩავერთე ამ კამპანიაში. სასიამოვნო იყო, გავიგე რაც მაინტერესებდა, კარგი იქნება თუ ასეთი აქციები ხშირად ჩატარდება.


Share.

Leave A Reply