ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს

0

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში 2019 წლის გეგმით გათვალისწინებული, მორიგი საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს.

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში,  გამწვევი კომისიის წინაშე 22 წვევანდელი წარსდგა.  18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები დღესვე გაივლიან გამწვევ სამედიცინო კომისიას, რის შემდეგაც წვევანდელები შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ  ქვედანაყოფებში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხებიან. ბოლნისის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის უფროსის თქმით  საგაზაფხულო გაწვევა გეგმა- გადაჭარბებით მიმდინარეობს.

2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა პირველ თებერვალს დაიწყო და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.


Share.

Leave A Reply