ბოლნისის ტერიტორიაზე 100 ფერომონი განთავსდება

0

მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონზე დაიწყო ფერომონების განთავსების პროცესი, რაც საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას უკავშირდება. ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აღნიშნული მავნებელი, თუმცა მას ჰყავს 300 მონათესავე სახეობა, რომლებიც ასევე აზიანებენ სასოფლო- სამეურნეო კულტურებს. არსებობს საფრთხე იმისა, რომ აზიური ფაროსანა ბოლნისშიც დაფიქსირდეს, სწორედ ამიტომ, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 100 ფერომონი დაიკიდება. თითოეული ფერომონის მოქმედების არეალი 8 კილომეტრს მოიცავს, აღნიშნული საბრძოლო საშუალება მხოლოდ აზიურ ფაროსანას იზიდავს. მავნებლის გამოჩენის შემთხვევაში, გატარდება საჭირო ღონისძიებები. დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის ოფისს ან დარეკონ შემდეგ ნომერზე: 591 91 48 55


Share.

Leave A Reply