ბოლნისში დავით ნავერიანის სახელობის ტურნირი დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში,    დავით ნავერიანის  ხსოვნისადმი მიძღვნილი  ტურნირი  დაიწყო. საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა 

შორის მეხუთე   წელია ტარდებადა საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, ასევე მონაწილეობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის  ნაკრები გუნდებიც.  ორ დღიან  ტურნირში სპორტსმენები ორ  ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენგამარჯვებულებიშესაბამისი ხარისხის  მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან, ჩემპიონს კი დავით ნავერიანის სახელობის თასი გადაეცემა. . აღსანიშნავია, რომ დავით ნავერიანი იყო მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოსა და 

ქართულ  ჭიდაობაში,  დიდი წვლილი მიუძღვის ბოლნისში ძიუდოს განვითარებაში,    იყო სპორტულ -გამაჯანსაღებელი  კომპლექსის ხელმძღვანელი.

 დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოს ფედერაციის                  კალენდარშია  შესული და ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება.


Share.

Leave A Reply