ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქში მშენებარე და დასრულებული ობიექტები დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ქალაქ ბოლნიში თაყაიშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა გზის საფარის მოწყობა, 215 გრძივ მეტრზე დაიგო ქვაფენილი, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე, სადაც გასულ წლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, წელს კი ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ბოლნისში №4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს, შენობას სრულად ჩაუტარდება გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვლება წყალ -კანალიზაციისა და ელექტრო გაყვანილობა, შენობა გადაიხურება თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სამუშაოებზე რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. სრულად რეაბილიტირებულ 10 ბაღს წელს კიდევ ერთი შეემატება.
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონახულება მინი სტადიონების გახსნით დასრულდა, კახიძისა და პეტრიწის ქუჩაზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი და სკვერი. რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა, მოეწყო მხიარული სტარტები და სპორტული ღონისძიებები, სპორტული მოედნების მშენებლობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.


Share.

Leave A Reply