,,განავითარე შენი რეგიონი’’ – პროექტის გამარჯვებულები კაბადოკიაში გაემგზავრებიან

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის  დარბაზში  ,,გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონი“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, სადაც 100-მდე ახალგაზრდამ წარმოადგინა ბოლნისის ტურისტული პოტენციალის განვითარების გეგმა. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა 6 გამარჯვებული სპიკერი, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ივნისის თვეში, ერთი კვირით თურქეთში გაემგზავრებიან .  პროექტს ,, განავითარე შენი რეგიონი“ სტუდენტური პარლამენტი და ,, საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბოლნისში ახორციელებს.  პროექტი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი ახალგაზრდული აქტივობებით  ლიდერებში  სოციალური უნარების განვითარებას.  ,,ბოლნისის   მუნიციპალიტეტში პროექტის დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ბოლნისის განვითარების შესახებ წარმოადგინეს იდეები, მათმა ხედვებმა გამაოცა,  გამომსვლელების უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 100 %-ანი დაფინანსებით გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ერთი კვირის მანძილზე ,,ქართული დღეების“ კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას. ბოლნისელი ბავშვების მსგავსად, საქართველოს მასშტაბით, პროექტიდან შერჩეული 200 ახალგაზრდა გაემგზავრება თურქეთში. მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ისე თითოეულ ახალგაზრდას,  პედაგოგს და მშობელს“,  აღნიშნა  ,,გაიცანი ევროპა, განავითარე შენი რეგიონი“ პროგრამის მენეჯერმა გიგა გლუნჩაძემ.

მარიამ ბურჯალიანი,  ორგანიზაცია  ,,საქართველოს დამოუკიდებელ  ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“  ბოლნისის ხელმძღვანელი:

-სოფო მუხაგულიშვილი, ალექსანდრე ხაჭიპერაძე, გარი ისმაილოვა, ნიკა ხოსიტაშვილი, ლიზა ბარტყულაშვილი და მათ შორის მეც, სრული დაფინანსებით გავემგზავრებით კაბადოკიაში.  გამარჯვებულების გამოსავლენად დაგვეხმარა ჟიური,  რომელიც მუნიციპალიტეტის,  საკრებულოს და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებისგან  იყო დაკომპლექტებული.  წარმოდგენილი   10 ჯგუფიდან,    გამოვლინდა სამი გამარჯვებული ჯგუფი- ხუთი პროექტი, დანარჩენი გამარჯვებულები კი კენჭისყრის შედეგად დასახელდნენ, ისინი  მუნიციპალიტეტის მერიისგან  50%-იან დაფინანსებას მიიღებენ   თურქეთში გასამგზავრებლად.

ლიზა ბარტყულაშვილი,  პროექტის  გამარჯვებული:

-დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ორგანიზაცია  icsu-ს,რომ მოგვცა საშუალება იდეები გაგვეზიარებია მათთვის.   ჩემი  იდეაა  ბოლნისში გავხსნა პატარა სივრცე,  სადაც  თავმოყრილი იქნება რეგიონის   ღირსშესანიშნავი  და     მნიშვნელოვანი  ადგილების მაკეტები,  გვეყოლება გიდი,  რომელიც  ტურისტებს  მოუყვება თითოეული   ღირსშესანიშნაობის   შესახებ,  მოვაწყობთ ლაშქრობებს , ბანაკებს და ექსკურსიებს. სადაც ტურისტებთან  ერთად  ჩაერთვებიან   მოხალისეები.  ეს  იქნება  კარგი საშუალება  კულტურათა   შორის კომუნიკაციის .  მოიწონეს იდეა და მოვხვდი ექვს  რჩეულში, რომლებსაც ერთკვირიანი საგზური გადმოგვეცა. სამომავლოდ ვაპირებ ჩემი იდეა ვაქციო რეალობად და მივიღო მონაწილეობა  ჩვენი  რეგიონის ტურისტული  მიმართულებით განვითარებაში.

ნიკა ხოსიტაშვილი,  პროექტის გამარჯვებული:

– წარვადგინე პრეზენტაცია: “განავითარე შენი რეგიონი”, რომელშიც წარმოდგენილი მქონდა 4 მიმართულება: კულტურა, გამწვანება, ჯანსაღი ცხოვრება, ზოგადი პროექტები. საბედნიეროდ გავიმარჯვე და მოვხვდი 6 საუკეთესო მონაწილეს შორის.
საჩუქრად გადმომეცა ერთკვირიანი   საგზური თურქეთში, კერძოდ კაბადოკიაში,  100%-იანი დაფინანსებით. 
 ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა მთავარი მოტივატორი მარიამ   ბურჯალიანი , რომელმაც ასეთ გადატვირთულ რეჟიმში შთამაგონა და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში, მადლობა მარიამს და  Icsu- ,,ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას” ნდობისთვის და  მხარდაჭერისთვის, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას,  რადგან დაგვაფინანსა და მოგვცა  შესაძლებლობა ვაკეთოთ უფრო მეტი პროექტი და განვვითარდეთ დღითიდღე.   

ფერიდე ტვილდიანი, ჟიურის წევრი:

-მადლობა მინდა გადავუხადო  ორგანიზატორებს, რადგან პროექტის ,,გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონი ‘’ფარგლებში ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესო იდეები შემოგვთავაზეს, ჰქონდათ სწორი მიგნებები.ჩემი  აზრით მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს  საშუალებას აძლევს  მიაღწიონ დიდ წარმატებებს.

 ალექსანდრე ხაჭიპერაძე, პროექტის გამარჯვებული:

ჩემი პროექტი, იყო ტურიზმის განვითარებაზე ბოლნისში, რაც გულისხმობდა  კომფორტის შექმნას ვიზიტორისთვის, ასევე დამხმარე დაწესებულებას, რომელიც იზრუნებდა მარკეტინგზე და გამოყოფდა გიდს, ასევე დამატებით ორ მუზეუმს, ერთი იქნებოდა  გერმანულ სახლში, სადაც მოეწყობოდა ძველი გერმანული სახლის იმიტაცია, მეორე მუზეუმი ღვინის იქნებოდა,  სადაც ტურისტები შეძლებდნენ სუფთა ქართული  ღვინის გასინჯვას და  პრაქტიკულად შეისწავლიდნენ მის მომზადებას, ხოლო ჩემი ბოლო იდეა იყო,  ტურისტებისთვის მოკლე ბროშურების  მიწოდება , რომელშიც დართული იქნებოდა ყველა  მუზეუმის თუ კულტურული ძეგლების ადგილმდებარეობა, რათა მათ შეძლებოდათ ინფორმაციის გავრცელება ბოლნისზე, თავის ქვეყანაში დაბრუნებისას, რაც ხელს შეუწყობდა   ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში.


Share.

Leave A Reply