გველების დაჭერა – გაუნებელყოფის სპეციალისტი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ,  რელიეფიდან გამომდინარე, ქვეწარმავლების სიმრავლით გამოირჩევა,  ტემპერატურის მატებასთან  ერთად  მოსახლეობას  ქვეწარმავლები, მათ შორის შხამიანი გველები  ხშირად ხვდება  სახლების  სხვენში, სარდაფებში, ეზოებში  და   გზებზეც კი. მუნიციპალიტეტში  აქტიურად  მუშაობს  კომუნალური  მეურნეობის დაჭერა – გაუვნებელყოფის სამსახური, როგორც სპეციალისტი დავით ბუიშვილი აცხადებს ბოლნიში გავრცელებულია როგორც წითელმუცლიანი, ოთხზოლიანი, გველხოკერა ასევე   შხამიანი გიურზები. მიუხედავად იმისა , რომ  სამსახური 24 საათის განმავლობაში  მაქსიმალურად მობილიზებულია, სპეციალისტი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


Share.

Leave A Reply