დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვეტერან ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

0

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და პატრიოტიზმისათვის მარინა ჯალაღანიას და ია ჯანაშიას საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ჟორჟოლიანის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.მარინა ჯალაღანია 80 -იანი წლებიდან იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის, არის ეროვნული მოძრაობის , 9 აპრილისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე. ია ჯანაშია კი გახლავთ ექიმი, რომელმაც აფხაზეთის ომში არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა, ის თავს არ ზოგავდა დაჭრილების გადასარჩენად.


Share.

Leave A Reply