დასუფთავების მორიგი აქცია ბოლნისში

0

დღეს მუნიციპალიტეტის ორ ტურისტულ ლოკაციაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. ნარჩენებისგან გაიწმინდა ქვეშის ციხისა და ცურტავის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში კომუნალური მეურნეობისა და მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. ღონისძიება, რომელიც ორგანიზაცია ,, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით მოეწყო, მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამარღლებას და ბუნების შენარჩუნებას ნარჩენების გარეშე.
,,დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გავმართეთ, მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენებისგან ტურისტული ზონები გავწმინდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური აქტიურად მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, კვლავ რჩება ბოლნისში სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა გაწმენდასაც ასეთი აქციებით პერმანენტულად ვახორციელებთ.
ვიყოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, არის ჩვენი გამოწვევა. ვფიქრობ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის პირდაპირი ვალდებულებაა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply