დისველობა 2019

0

2020 წელს სოფელ დისველს დაარსებიდან  ოცდაათი წელი უსრულდება. უკვე მეორე წელია  სოფელი  ,,დისველობას’’ აღნიშნავს,  რომელიც სიმბოლურად  პირველ მაისს , სოფლის გმირის,  აგვისტოს ომში  დაღუპული ასლან შაინიძის დაბადების დღეს აღინიშნება.  სოფლის სკოლაც  გმირის  სახელს ატარებს,  სადაც მისი ორი მცირეწლოვანი შვილი სწავლობს.  მოსწავლეებმა  მსვლელობა მოაწყვეს, ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი და მოკრძალებული ღონისძიება მიუძღვნეს მის ხსოვნას. მომავალ წელს სოფლის მოსახლეობა ,,დისველობის’’ გრანდიოზულად აღნიშნვას გეგმავს.


Share.

Leave A Reply