ევროპის დღე ბოლნისში

0

უკვე მეშვიდე წელია საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. 18 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის, ქვემო ქართლის  ბიუროს ინიციატივით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ხვადასხვა  კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. მასშტაბური ღონისძიება მხარის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

მრავალფეროვანი და საინტერესო  ღონისძიებათა ციკლი დილის 10 საათზე დაიწყო.  კულტურისა და დასვენების პარკის სივრცეში, ქვემო ქართლის საჯარო და კერძო სკოლებს წარმოდგენილი ჰქონდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, დამახასიათებელი კულტურითა და ტრადიციებით.  ევროპის დღეების ფარგლებში ასევე მოეწყო ქვემო ქართლის მეწარმეების პროდუქციის გამოფენა. დასასრულს კი გალა კონცერტი გაიმართა, პარალელურად მოხდა გამარჯვებული ესეების კონკურსის ,,ევროპა ჩემთვის არის“ კონკურსანტების  და საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდების დაჯილოდოების ცერემონიალი.

საქართველოში ევროპის დღეები 5 მაისს ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ევროპასთან საქართველოს კულტურული დაახლოების ხელშეწყობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში.



Share.

Leave A Reply