ვანლერ დაისელი-„მზის სისხლი“ წიგნის პრეზენტაცია

0

11 მაისს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის იოანე ბოლნელის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, ვანლერ დაისელის(ივანე ბაბუაძე)წიგნის“მზის სისხლის“პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ახალგაზრდა შემოქმედის ლევან ჟვანიას რედაქტორობით რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა. ვანლერ დაისელი დაიბადა 1903 წელს სოფელ საქარაში ღარიბი გლეხის ოჯახში. იგი ცნობილი ლიტერატურული ორდენის“სომნაბულების“დამფუძნებელია.ის თავის შემოქმედებაში მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას. პატრიოტული სულისკვეთების გამო იგი 19 წლის ასაკში დააკავეს.
წიგნში „მზის სისხლი“შესულია მისი დღემდე უცნობი ლექსები,წერილები და ჩანაწერები.
პრეზენტაცია პირველად თბილისში 2018 წელს შედგა და მას შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.


Share.

Leave A Reply