ისტორიული ნაგებობის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

0

ქალაქ   ბოლნისში  ,,გერმანულ  უბანში’’  მდებარე   ისტორიული  ნაგებობა  მალე  მრავალფუნქციურ  დატვირთვას  შეიძენს.  სოფლის  მამასახლისის  ყოფილ  შენობას  სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. გერმანიის  საგარეო  საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის  პროგრამის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით  შენობას  ეცვლება სახურავი, გამაგრდება საძირკველი,  დამონტაჟდება კარ-ფანჯარა და გარე  ფასადი   ძველი  იერ – სახით  აღდგება.   შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას კი მთლიანად ბოლნისის  მუნიციპალიტეტი  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან განახორციელებს.  მოეწყობა საოფისე  სივრცეები ,  ნაწილში დაგეგმილია  გერმანულ-ქართული კულტურული ცენტრის  განთავსება. შენობა , რომელსაც  კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის  სტატუსი აქვს მინიჭებული, სექტემბრის შუა რიცხვებიდან  ახალ დატვირთვას  შეიძენს.


Share.

Leave A Reply