„კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“ დასკვნით ტურს ბოლნისი უმასპინძლებს

0

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებითა და კორდინაციით, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობით, 11 მაისს – 11:00 საათზე რეგიონალური (ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და რუსთვის სკოლა „ლაზარე“) პროექტი – კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“ დასკვნითი ტური ჩატარდება ქ.ბოლნისში ელიას მთაზე, წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ქვემო ქართლის საჯარო და კერძო სკოლების 53 კოკურსანტი მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სხვადასხვა ეტაპი. აღსანიშნავია, რომ დაწყებით ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 105 – მდე მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას და აქედან დასკვნით ტურში 18 მოსწავლე მოხვდა.


Share.

Leave A Reply