,,კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“ დასკვნით ტურს ბოლნისმა უმასპინძლა

0

ელიას მთაზე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს რეგიონული კონკურსის ,, კალიგრაფიის მარგალიტების’ ’დასკვნითი ტური ჩატარდა, სადაც პირველ და მეორე ტურში შერჩეული ქვემო ქართლის საჯარო და კერძო სკოლების 53 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა, ბოლნისის მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო. ,,კალიგრაფიის მარგალიტები’’ მეოთხე წელია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რუსთავის კერძო სკოლა ,,ლაზარეს’’ ინციატივით იმართება, მისი მიზანია მოსწავლეებისა და ზრდასრული პირების ქართული დამწერლობითა და მისი ისტორიით დაინტერესება, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეების დამეგობრება და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკრენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება. კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური რამდენიმე დღეში სამივე ტურის შედეგების გათვალისწინებით, ხუთივე საკონკურსო ჯგუფიდან გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონიალი კი სავარაუდოდ მაისის ბოლოს გაიმართება , სადაც გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი მონაწილეებიც.


Share.

Leave A Reply