მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი’’ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთშორისო გამოფენა -კონკურსისთვის ემზადება

0

მეღვინეთა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისი’’ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  საერთშორისო გამოფენა -კონკურსისთვის ემზადება.  მანამდე კი მათი საოჯახო ტიპის მარნების ღვინოებს პროფესიონალი ტრენერები აგემოვნებენ.

ბოლნისელი მეღვინეებისათვის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო  ტრენინგები, სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში სისტემატურად იმართება. აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც გასულ წელს კომპანია „არემჯიმ“, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა და „ღვინო ბოლნისმა“ მოაწერეს ხელი, კერძო ბისნესის მიერ რეგიონში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებას და  მის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ტრენინგის შემდეგ  გამართულ დეგუსტაციაზე სპეციალისტებმა 17 ადგილობრივი მეღვინის 32 დასახელების ღვინო დააგემოვნეს და მათვის პროფესიული რჩევებიც არ დაიშურეს.


Share.

Leave A Reply