მთაწმინდის პარკში ,,ახალი ღვინის ფესტივალი -2019″ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

0

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე მეათე წელია ,,ღვინის კლუბი’’ ღვინის ფესტივალს მართავს, ლოკაციის ადგილი ტრადიციულად წელსაც მთაწმინდის პარკია, სადაც ბოლნისიდან 13 მარნის 33 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი.
ბოლო წლლების მანძილზე ახალი ღვინის ფესტივალმა საერთო ზეიმის და დღესასწაულის სახე მიიღო, სადაც პირველ ნაბიჯებს დგამენ დამწყები მევენახე–მეღვინეები, რომლის მეშვეობითაც უკვე ძალიან ბევრმა ახალმა მარანმა გაითქვა სახელი. ამას მოწმობს სადეგუსტაციოდ საოჯახო მარნებიდან წარდგენილი ღვინოების რეკორდული რაოდენობაც.
ფესტივალში წელს მონაწილეობას ღებულობს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი და 19 სხვა კომპანია.


Share.

Leave A Reply