„მრავალფეროვანი საქართველო“ – ბოლნისში

0

 15 მაისს  ბოლნისში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“  ფარგლებში    შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და   სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა. დედაქალაქიდან  ჩამოსულმა   ხელოვანებმა  შეხვედრა გამართეს ადგილობრივ  მოსახლეობასთან და სტუდენტებთან.  კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა სემინარი შოთა რუსთაველის ფენომენის მნიშვნელობაზე. მოეწყო მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების,  მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა,  საჯარო სკოლებში გაიმართა ღია გაკვეთილები თემაზე „რუსთაველი ქართულ მხატვრობაში”.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში   ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის  თეატრმა  ბოლნისელ მაყურებელს ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ალი და ნინო“ წარუდგინა აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.


Share.

Leave A Reply