ორგანიზაცია ,,ერთობა-მ’’ სოფლებში საინფორმაციო ფურცლები დაარიგა

0

„იძულებითი ქორწინების პრევენციის ხელშეწყობა ინფორმირებულების დონის გაზრდის მეშვეობით“ პროექტის ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობი-ს “ წევრებმა სამიზნე სოფლებში: ქვემო ბოლნისში,ჭაპალასა და ტალავერში მოსახლეობას  საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს, სადაც   ადრეული ქორწინების განსაზღვრის,  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის და ადრეული ქოეწინების თანმხლები პრობლემების შესახებ ინფორმაცია იყო გადმოცემული. პირველ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის 200 მოსწავლეს ჩაუტარდა ლექციები ადრეული ქორწინების თემატიკაზე.პროექტი სამთვიანია და   „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply