,,სასროლეთის ტერიტორიაზე“ 300 ძირი კედარი დაირგო

0


ქალაქ ბოლნისში  გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა, რომელშიც  გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან  ერთად ქვემო ქართლის გუბერნატორი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი  და მუნიციპალიტეტის მერი ჩაერთვნენ.

ე.წ.  სასროლეთის ტერიტორიაზე , 300 ძირი  კედარის ხე დაირგო. ნერგების მოვლა- პატრონობას სამსახურის თანამშრომლები განახორციელებენ.  გასულ წლებში,  ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე,  სამ ჰექტარ მიწის ფართობზე 4000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგია  დარგული, რომელთა  75% გახარებულია. დარჩენილი ტერიტორიის  შევსება კი ამ აქციის შედეგად მოხდა.


Share.

Leave A Reply