საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

0

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.  ეს არის დღე, როდესაც ერთმანეთს  ვუყვებით და ვახსენებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას,წარსულს,ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას მიეძღვნა.

სახალხო ზეიმის აღსანიშნავად ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობა გაიმართა, ზაურ ხუჯაძის სახელობის სკვერში მოეწყო რეწვის ოსტატთა და  კულტურის სახლში არსებულ სახვითი და  გამოყენებითი ხელოვნების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ყვავილების კუთხე, ქორეოგრაფიულმა  ანსამბლებმა წარმოადგინეს ეროვნული სამოსი, ასევე გამოფენილი იყო  თემატური  ფოტოები, ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა  წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია ,,სხვა საქართველო სად არის’’, თოჯინების თეატრის ორგანიზებით  კი ჩატარდა მხიარული სტარტები.

 საზოგადოებამ ღია სივრციდან კულტურის სახლში გადაინაცვლა ,სადაც დამოუკიდებლობის 101 წლისთავის აღსანიშნავად ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,ორბელმა’’და ,,ერთობამ’’ დასკვნითი კონცერტი გამართეს, ღონისძიება  ისტორიული ფაქტების გახსენებით მიმდინარეობდა.  


Share.

Leave A Reply