საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს ტაძრებში

0

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა -კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან 17 მაისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ერთ-ერთ დიდ სახალხო დღესასწაულად აღიქმება, ამ დღეს საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, ბოლნისის ეპარქიაში, 16 მაისს საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონია შედგება, წყვილები ჯვარს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაიწერენ.
მსურველებს ესაჭიროებათ შემდეგი მონაცემები: პირადობის მოწმობის ასლები, 2 ცალი ფოტო – სურათი (3X4), რაც თან უნდა იქონიონ 16 მაისს ბოლნისის სიონში. ხოლო პირველადი მონაცემები: სახელი და გვარი პირადობის მონაცემების მიხედვით, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილის ფაქტიური მისამართი და ტელეფონის ნომერი, უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 10 მაისისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში (მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სულხან – საბა ორბელიანის ქ. N106). ჯვრისწერისთვის წყვილებს არ მოუწევთ არანაირი ფინანსური ხარჯის გაღება. ცერემონიის მომზადებაში აქტიურად იქნება ჩართული ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშო (მეთაური კობა ჟღენტი).
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, სულხან – საბა ორბელიანის ქ. N106, ტელ: 599 859 850, 599 859 851, mail: iakobi1969@gmail.com, kulturabolnisi@mail.ru


Share.

Leave A Reply