,,სიზმრად ნანახი საქართველო“ ბოლნისის სცენაზე

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ – შემეცნებითი კომპოზიცია- სპექტაკლი ,,სიზმრად ნანახი საქართველო”, რომელმაც წარმატებით მოიარა  რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, კასპის, ქუთაისის და სხვა თეატრების  სცენები.  მონაწილეობდა  გ.შავგულიძის სახელობის თეატრში ჩატარებულ სასკოლო ფესტივალზე.  მისი მიზანია  მოსწავლე ახალგაზრდობა აზიაროს საქართველოს ისტორიის კარგად ნაცნობ, თუ უცნობ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს, ქართველი ისტორიული გმირების,  მეფე-დედოფლების ღვაწლს ქვეყნის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. პროექტის ავტორია   რუსთავის პროფესიული მუნიციპალური თეატრის მსახიობი, N 20-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, საქ. მწერალთა კავშირის წევრი ეკატერინე ქვრივიშვილი. პროექტი ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პატრონაჟით.


Share.

Leave A Reply