სისხლის დონაციის აქცია

0

ოთხშაბათს, 29 მაისს , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება სისხლის უანგარო დონორთა აქცია ,, თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ” .
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაერთოთ აქციაში და ჩააბაროთ სისხლი უმძიმესი პაციენტებისთვის
საქველმოქმედო აქციას ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის (სისხლის გადასხმის) ინსტიტუტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართავს .
ჰემატოლოგიის ინსტიტუტიდან სისხლით მარაგდება კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის არის, როგორც ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის,ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო და კერძო კლინიკები, რომლებსაც სისხლი და მისი კომპონენტები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.
აქციაში ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’ მონაწილე თითოეულ წევრს ამ ანალიზატორების საშუალებით ჩაუტარდებათ კვლევები. კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ წამახალისებელია ის ფაქტი, რომ ყველა დონორს უბრუნდება ანალიზების პასუხები (კონფიდენციალურად, დალუქულ კონვერტში).ჰემოგლობინისა და საერთო სისხლის ანალიზის გარდა კვლევები ტარდება ვირუსებზე (შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B, ჰეპატიტი, C ჰეპატიტი),ასევე ხდება რეზუს და ჯგუფის დადგენა. აქციაში მონაწილე თითოეულ პირს ინსტიტუტის სახელით გადაეცემა ,,მადლობის სიგელი’’.ამასთან, როგორც ცნობილია, სისხლის უანგარო დონაცია უსაფრთხო პროცესია, რომლის ფარგლებში სისხლის დონორიც იღებს სარგებელს, კერძოდ, სისხლის გაცემის პროცესი ხელს უწყობს სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას და შედეგად აახალგაზრდავებს სისხლს


Share.

Leave A Reply