,,სპორტი ბარიერების გარეშე”

0

2019 წლის 7-8 მაისს ქ. რუსთავში ჩატარდა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პირველობა სახელწოდებით ,, სპორტი ბარიერების გარეშე“, რომელიც საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
სპორტის ექვსი აქტივობიდან წარმატებულად იასპარეზეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც სამი – პირველი, ერთი-მეორე და ორი-მესამე ადგილი მოიპოვეს. მიღებული შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთში და ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვეს.
სოფელ რაჭისუბანის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა რეხვიაშვილი, მოჭადრაკე ვაჟებს შორის, გამარჯვებული გახდა, ხოლო გოგონებში მარიამ რეხვიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქ. ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ მიქაცაძემ და სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხაგან ნაგიევმა, სირბილში 60 მეტრზე, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
სპორტულ აქტივობებში მიღწეული შედეგებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა გუნდური პირველი ადგილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის გარდამავალი თასი და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვეს.


Share.

Leave A Reply