,,სხვა საქართველო სად არის’’- შესარჩევი ტური ბოლნისში

0

7 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონკურს – ფესტივალის ,,სხვა საქართველო სად არის’’ შესარჩევი ტური გაიმართა. ნორჩი მონაწილეები კომპეტენტური ჟიურის წინაშე პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებით წარსდგნენ. აღნიშნული კონკურს -ფესტივალი, ქვემო -ქართლის რეგიონში, უკვე მეოთხედ იმართება, რომლის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა -პოპულარიზაცია. ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის’’ მარნეულის მუნიციპალიტეტში 5 – დან 15 ივნისის ჩათვლით გაიმართება, სადაც სამ ასაკობრივ კატეგორიაში შერჩეული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.


Share.

Leave A Reply