ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა

0

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს  ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად ქალაქის შემოსასვლელში მდებარე შინმოუსვლელის ძეგლთან აღნიშნავს.  მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლებისა და  სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სამსახურის უფროსმა გვირგვინით შეამკეს.   კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კი  ღონისძიება გაიმართა.   ავადმყოფობის  გამო,  ღონისძიებას ომის ვერც ერთი  ვეტერანი ვერ დაესწრო.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი 300 ლარს მიიღებს. ბოლნისის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში კი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე  6 ვეტერანს ფულადი საჩუქრის სახით, პირად ანგარიშზე 100 ლარი ჩაერიცხება.

დღეს ზუსტად 74 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. როგორც ცნობილია. უპირობო  კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 8 მაისს ევროპის დროით  22 საათსა და 45 წუთზე მოეწერა, ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში  უკვე 9 მაისი იდგა, ამიტომ  გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისს აღინიშნება. 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის დღესასწაული რომელიც მსოფლიოს აერთიანებს.  ეს არის დღე,   როდესაც რაიხსტაგზე ქართველმა ჯარისკაცმა მელიტონ ქანთარიამ საბჭოთა კავშირის დროშა ააფრიალა და ამით მთელ მსოფლიოს აუწყა ფაშიზმისმზე გამარჯვება.  ამ ომში საქართველოდან 700ათასი  ადამიანი  მათ შორის 16ათასი  მანდილოსანი წავიდა და მათგან  ნახევარი უკან არ დაბრუნებულა, საქართველომ  პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  


Share.

Leave A Reply