ქალაქ ბოლნისში 150 ძირი ვარდი დაირგო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ქალაქ ბოლნისში ვარდების დარგვის სამუშაოები დაასრულა.

გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხოვრებაშვილმა, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ქალაქის მასშტაბით 150 ძირი შავი და თეთრი ვარდი დარგო.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ქალაქ ბოლნისში , დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ახლად გახსნილი სკვერი მაღალი ბალახისგან გაიწმინდა და 80 ძირი ვარდი დაირგო, ხოლო მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ 70 . გამწვანების სამსახური მუდმივად ზრუნავს მწვანე საფარის გაუმჯობესებაზე და უახლოეს პერიოდში გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.


Share.

Leave A Reply