ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი ბოლნისში

0

,,ცისკრის ნათება“ ასე ერქვა კონცერტს, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეძღვნებოდა. საქველმოქმედო  ღონისძიება,   კულტურის სახლში, სამოქალაქო განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა.  საღამო ბოლნისის ჰიმნით გაიხსნა, რომელსაც მოჰყვა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმღერები,  დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ავტორობითა და  ქართველი მომღერლების შესრულებით.    ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი  მეუფე ეფრემი და თბილისიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.ღონისძიება  მოიცავდა თეატრალურ ნაწილსაც . თბილისის  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობებმა ემიგრანტების ლექსები და წერილები წაიკითხეს,  ათასობით კილომეტრით მოშორებული  ქართველი ემიგრანტების სულში ჩაგვახედეს  და  გვაგრძნობინეს, რომ მათ აქაური ხმელი პური იქ რბილ ფუნთუშებს ურჩევნიათ, თუმცა  მაინც ემიგრაციაში ყოფნას ამჯობინებენ. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ამბობს, სიყვარული უსაზღვრებოა, ეს ღონისძიება იქნება პირველი ნაბიჯი იმ დიდი წამოწყებისა, რასაც ემიგრანტების საკუთარ მიწაზე დაბრუნება ჰქვია.  


Share.

Leave A Reply