შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

ასოციაცია „ანიკა“, გარდა სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისა, ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში“. აღნიშნული მოდელი პირველად საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა და მეთოდოლოგია სწორედ ასოციაცია „ანიკამ“ შეიმუშავა ASB-ის მხარდაჭერით. ამჟამად კი პროექტი მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც და მისი მხარდამჭერია ევროპის ფონდი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.

 პერსონალური ასისტენტის სერვისი მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აძლევს საშუალებას განსაზღვრული დროით ისარგებლონ კვალიფიციური და პროფესიონალი პირის ასისტირებით.

ასისტირების აქტივობები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და მოიცავდეს მხარდაჭერას საკუთარი მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმეების, საყიდლებზე სიარულის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებში.

სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უზრუნველყოფს მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას საჭირო ასისტირების ოდენობით, რაც ზრდის შშმ პირის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას.

პერსონალური ასისტენტის მომსახურება, განსხვავებული საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ინდივიდუალურია და ყველა მომხმარებელთან მიმართებით მომსახურების ოდენობა (საათების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ვარირებს.


Share.

Leave A Reply